,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2022 წლის 24 აგვისტოს N20800/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ბელა ხაბეიშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლელა ჟამურაშვილი - ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი - კომისიის მდივანი;
გ) ირინა გველესიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
დ) მაია ქავთარია - ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი - კომისიის წევრი;
ე) ვალერია ფურცელაძე - ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი - კომისიის წევრი;
2. ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისიის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 5 სექტემბრიდან 2022 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ენების შემსწავლელი ცენტრი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე